|
2022-04-13 15:23:00, 1579 ნახვა
ომი უკრაინაში
დნიპროს მერის მოადგილე: მორგებში 1 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, მათი წაყვანა არავის სურს
უკრაინის ქალაქ დნიპროს მორგებში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, რომელთა წაღება არავის სურს. ამის შესახებ მერის მოადგილემ, მიხაილ ლისენკომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მან მოუწოდა რუსი ჯარისკაცების დედებს, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი შვილების ცხედრები წაიღონ. „ახლა დნეპრის მორგებში არის 1500-ზე მეტი დაღუპული რუსი ჯარისკაცი, რომელთა წაყვანაც არავის სურს. ისინი მაცივრებში გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ ერთ-ერთი რუსი დედა შეძლებს მოსვლას და მათ წაღებას. ისინი არიან შვილები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ზრდიდნენ. უკვე ოთხი მაცივარი გვაქვს რუსი ჯარისკაცების გვამებით სავსე, რაც არ უნდა იყოს, ვიღაცის შვილები არიან, დედები ზრდიდნენ, უყვარდათ, მათთან ერთად დადიოდნენ სკოლაში“, - განაცხადა ლისენკომ. შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის რეგიონიდან მფრინავი რუსი ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)