|
2022-04-12 14:24:20, 1155 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია, სლოგანით - „იცოდე, რომ კანონი გიცავს!“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და პოლიციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა - კატალინ გერმანმა გახსნეს. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით მომზადდა 4 ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი მესიჯია - „იცოდე, რომ კანონი გიცავს“! ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ მოწვეულ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" - ფარგლებში ხორციელდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)