18:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 14:23:28, 1751 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთი - თუ მარიუპოლზე ქიმიური შეტევა დადასტურდება, რუსეთის საპასუხოდ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ

იმ შემთხვევაში, თუ მარიუპოლზე ქიმიური შეტევა დადასტურდება, დასავლეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთის საპასუხოდ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ქიმიური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერ ვერ გადაამოწმა. მაგრამ თუ კი ეს ინფორმაცია დადასტურება „პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი, თუ როგორ უპასუხებს დასავლეთი“.

”მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ დღეს ამ ნივთიერების უამრავი გზით გამოყენების საშუალება არსებობს, ცრემლსადენი გაზიდან დაწყებული, ქიმიური იარაღით დამთავრებული” , - აღნიშნა ჯეიმს ჰიპიმ.

შეიარაღებული ძალების მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ზოგიერთი ქმედება სცილდება დასაშვებს, რომელთა შორისაც ქიმიური იარაღის გამოყენებაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აზოვის პოლკმა მარიუპოლში რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა. დრონიდან უცნობი წარმოშობის ნივთიერება ჩამოაგდეს. აღნიშნული თავდასხმის შედეგად სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაშავდა. აზოვის მეთაურის ანდრეი ბილეცკის თქმით, მათ ჰქონდათ სამხედრო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები. ამ მომენტისთვის ჯარისკაცების მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics