04:43 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 10:33:16, 903 ნახვა

სამართალი
პოლიციამ 2 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბლისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული გ.ა., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ამავე ბრალდებით 8 აპრილს დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 1993 წელს დაბადებული გ. მ. და 1991 წელს დაბადებული ა.ბ.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 8 პირი დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics