|
2022-04-08 22:21:44, 1490 ნახვა
სამართალი
რუსეთში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში არსებული ქართული ლეგიონის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი უწყების წარმომადგენლებს მიმართა, რომ გაატარონ სამართლებრივი ქმედებები მამუკა მამულაშვილის წინაარმდეგ, რომელსაც რუსი სამხედროებისა და გვარდიელების წინააღმდეგ ომის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. როგორც საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდება "უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და როსგვარდიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება". "არსებული ინფორმაციით, ქართულმა ლეგიონმა, რომელიც უკრაინას შეიარაღებულ ძალებში შედის, უკანონო ქმედებები ჩაიდინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მამულაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადებები, რომ შემდგომში მოკლავს და აწამებს რუსეთის ფედერაციის სამხედროებს. ხსენებული ქმედებები ეწინააღმდეგება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციას ეწინააღმდეგება. საგამოძიებო კომიტეტს დაევალა მომხდარის გამოძიება და ყველა ჩართული პირის პასუხისგებაში მიცემა", - წერია განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)