17:30 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 12:07:20, 1828 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: ნებისიერი დროებითი ზავი მოსკოვთან - მომავლისთვის გადადებული ომია

ნებისიერი დროებითი ზავი მოსკოვთან - ეს არის მომავლისთვის გადადებული ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი არის მომავლისთვის გადადებული ომი, 2-5 წელიწადში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყიდის მხოლოდ ომს მეზობლებთან, ამიტომ ყოველთვის დიდი რისკია. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ რუსეთი ხელს უშლის ამას. ის რაც ბუჩაში ვნახეთ, რუსეთის ომის სტილია.  ისინი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ასევე, როგორც პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ხედავს, რომ კარგავს რუსულ ჯარებს.

„ბოლო ორი კვირაა რუსი „ტოპ პირები“ გამუდმებით აკეთებენ განცხადებებს, საიდანაც ირკვევა, რომ ძალიან ნერვიულობენ და არ ესმით, რა ხდება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელსაც იცავს.

„რუსეთი ამას ხედავს, ხედავს, რომ ფრონტზე მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ. ისინი ელიან, რომ დონბასისთვის ბრძოლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ პოზიციებს“, - დასძინა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics