13:03 - 21 May, 2026
|
2022-04-07 21:53:10, 1374 ნახვა
სამხედრო
პესკოვი - ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი განვიცადეთ, უდიდესი ტრაგედიაა
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მისი ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში, რაც "უდიდესი ტრაგედიაა" ქვეყნისთვის. ამაზე მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ გვაქვს ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთის გასვლის მიზეზი კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან იყო "კეთილი ნების აქტი უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს". მანვე დასძინა, რომ რუსეთმა ეს გააკეთა, რათა მოეხსნა დაძაბულობა ამ რეგიონებიდან და ეჩვენებინა, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა შექმნას კომფორტული პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)