05:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 13:53:53, 1263 ნახვა

სამართალი
სამ თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 894 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 316 ფაქტი გამოვლინდა  კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 83, შიდა ქართლში - 50, მცხეთა-მთიანეთში - 30, აჭარაში - 29, გურიაში - 12, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა.  

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 129 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics