16:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 12:16:57, 1990 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსების შესვლამდე, გვამები არ იყო - გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ბუჩას სისასტიკეში მონაწილეობა მოულოდნელად აღიარა

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ რუსეთის ჯარების მონაწილეობა ბუჩას სისასტიკეში მოულოდნელად აღიარა დაუკრაინაში ომს რამდენჯერმე რუსეთის ფედერაციის "სპეციალური ოპერაცია" უწოდა. 

"რუსმა დიპლომატმა, რომელიც რუსეთის აგრესიას ამართლებდა, მოულოდნელად შეცდომით გააჟღერა, რომ ბუჩაში რუსი სამხედროების მისვლამდე მოკლულთა ცხედრები არ იყო." - ამის შესახებ ყურადღება გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა გაამახვილა.

"რას ხედავთ ბუჩაში ? გვამებს?. გვამები, რომლებიც რუსი სამხედროების შესვლამდე არ იყო... მაპატიეთ", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა.

პუტინის ოპონენტმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ, თავის მხრივ, ნებენზის გამოსვლას „ფროიდისტული სვლა“ უწოდა.

უკრაინელმა დიპლომატმა ნებენზია სხვა მანიპულაციითაც დაიჭირა - როცა ნებენზიამ ბუჩას საკრებულოს წევრის ეკატერინა უკრაინცევას ინტერვიუდან ფრაგმენტებს ციტირებდა. ნებენზიამ თქვა, რომ უკრაინცევამ თითქოს დაადასტურა, რომ ოკუპანტებს "ხალხი არ დაუხვრიტავთ".  

ბუჩას განთავისუფლების შემდეგ,  უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რაც რუსი ოკუპანტების სისასტიკეს ასახავს. კერძოდ, კადრებში ჩანს ბუჩას ქუჩებში მწოლიარე მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, რომლებსაც  ხელები შეკრული და ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჭრილობები აქვთ მიყენებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics