|
2022-04-05 13:23:49, 757 ნახვა
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეუღლის მიმართ სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჯ.ც. წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. ასევე, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსულ მეუღლეს რამდენჯერმე სასტიკად სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა. სასამართლო პროცესზე, პროკურორებმა დაკითხეს დაზარალებული და ათობით მოწმე, გამოიკვლიეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დაზარალებულს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის მიმართ ოჯახის წევრის მიერ განხორცილებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)