|
2022-04-03 11:50:27, 702 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე კ.ლ. დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. "გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის თებერვლიდან, დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქე კ.ლ. მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდი", ასევე, 400 ლარი და 1200 აშშ დოლარი. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში”. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,"- წერია განცხადებაში. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)