13:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 16:18:55, 1110 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო მარტივად, IBAN სკანერითაა შესაძლებელი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის ციფრულ ბანკში“ თანხის გადარიცხვა უკვე IBAN სკანერითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.

ინოვაციური ფუნქციონალის დახმარებით,  სასურველი ანგარიშის ნომრის ხელით აკრეფა აღარ არის საჭირო. ამის სანაცვლოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მობილურის ფოტოგალერეიდან  თიბისი აპში ატვირთოს ფოტო, სადაც ანგარიშის ნომერია მითითებული, ან ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, პირდაპირ ფოტოდან დაასკანეროს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურს.

ფუნქციონალით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა გადარიცხვების მენიუში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR-ის დასკანერების აღმნიშვნელ ღილაკს უნდა დააწკაპუნოს, დაასკანეროს ანგრიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს.

ვიდეოში, „თიბისის“ ციფრული გუნდის წევრი, თეა  და მომხმარებელი, გვანცა გვიხსნიან, როგორ ამარტივებს IBAN სკანერი თანხის ციფრული ბანკიდან გადარიცხვის პროცესს.

https://www.youtube.com/watch?v=8Ljun7BWrJk

IBAN სკანერით კიდევ უფრო გამარტივდა თანხის ჩარიცხვა თიბისის საქველმოქმედო ფონდშიც, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა.   ინოვაციური ფუნქციონალით შესაძლებელია ანგარიშის ნომრის საინფორმაციო ფოტოდან დასკანერება და თანხის მარტივად გადარიცხვა.

"თიბისის" გუნდი აქტიურად მუშაობს ინოვაციური ციფრული სერვისების, პროდუქტების და  ფუნქციონალების  შექმნასა და განვითარებაზე, რაც  მოხმარებლების ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics