|
2022-03-31 22:04:47, 1249 ნახვა
სამხედრო
ჩერნიგოვის მახლობლად ოკუპანტებმა მოხალისეებთან ერთად ავტობუსები დაცხრილეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსულმა ჯარებმა ჩერნიგოვის მახლობლად დაცხრილეს ავტობუსების კოლონა მოხალისეებთან ერთად. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. - ამის შესახებ, უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განაცხადა. "ხუთი ავტობუსი მოექცა მიზანმიმართული ცეცხლის ქვეშ, როდესაც ისინი ცდილობდნენ ჩასულიყვნენ გარშემორტყმულ ქალაქში ხალხის ევაკუაციის მიზნით. ავტობუსში მხოლოდ სამოქალაქო მოხალისეები იმყოფებოდნენ", - წერს დენისოვა. ასევე, ერთ-ერთმა ავტომობილმა გაპარტახებული საბურავებით მოახერხა გაქცევა. მძღოლი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც UNIAN წერს, 21 მარტს რუსმა ტერორისტებმა ზაპოროჟიეს რაიონში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაშავდა. ხოლო 26 მარტს უკრაინელმა პოლიციამ დააკავა რუსი ოკუპანტები, რომლებიც ესროდნენ კიევის მახლობლად სოფელ ბოლშაია დიმერკას მცხოვრებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)