|
2022-03-26 10:06:32, 1048 ნახვა
სამხედრო
Reuters - რუსეთმა გეგმები შეცვალა, ახლა სურს აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობა და არა კიევის
შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ შეტევითი ოპერაციის ჩავარდნის გამო, რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდებაზე და არა კიევის შტურმზე. ამის შესახებ, Reuters პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. რუსული ძალები შეეცდებიან მოკვეთონ დონბასი და უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იცავენ რეგიონს, რათა კრემლს ჰქონდეს, ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკებებისას ბერკეტები. რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ "სპეციალური ოპერაციის" პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია და ის ყურადღებას გაამახვილებს დონბასის სრულ "განთავისუფლებაზე". ”ისინი ამას ანიჭებენ მთავარ პრიორიტეტს და ჩვენ ვეთანხმებით, რომ ჩვენი ინფორმაცია ემთხვევა, რუსეთის თავდაცვის მიერ გაჟღერებულს.”, - განუცხადა ოფიციალურმა პირმა Reuters. შეერთებული შტატები ადევნებს თვალს რუსული ძალების აგრესიას დონბასის რეგიონში. ”მათ, რა თქმა უნდა, ეს მათი პრიორიტეტია”, - დასძინა სამინისტროს სპიკერმა. რუსული ჯარები კიევთან ახლოს არიან ჩარჩენილი და თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. პარალელურად უკრაინის არმია თანდათან წინ მიიწევს ჩერნიგოვისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)