|
2022-03-25 12:57:08, 906 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე - პროკურორთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, პროკურატურის და პროკურორის დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე
პროკურორთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, პროკურატურის და პროკურორის დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე. ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა რიგით მეოთხე კონფერენციის ფარგლებში, რომლის გახსნის პატივი კონფერენციის თავმჯდომარის რანგში მერგო მე" - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, რომელთა მიზანიც ძირითადად იყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, შეიქმნა პროკურორების და პროკურატურის გამომძიებელთა, საერთო კრება, კოფერენცია. რაც შეეხება დღევანდელ კანდიდატებს, გენერალური პროკურორის თქმით, საბჭოს წევრობის სამ კვოტაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა 9 კანდიდატი, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ მოტივაციას, ხედვას და პროგრამას გააცნობენ. შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება, რომლის შედეგადაც პროკურორთა კონფერენცია, ფარული კეჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს სამ ახალ პროკურორ წევრს შეარჩევს. გენერალურმა პროკურორმა ასევე, მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს და ადმინისტრაციულ კომიტეტს. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)