15:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 11:31:47, 773 ნახვა

ეკონომიკა
გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „ff.k Public Relations“ განახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „ff.k Public Relations“ უხელმძღვანელებს.

კამპანიის ფარგლებში, 2022 წელს,  ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო  წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

აღნიშნული ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი გერმანიის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდაა.

გერმანულ მარკეტინგულ კამპანიასთან „ff.k Public Relations“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის  მზარდი ტენდენციის შექმნა. 2021 წელს, ექსპორტირებული იყო   900 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 18%-ითაა გაზრდილი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics