|
2022-03-23 17:38:10, 1116 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოელ გენერლებს შეხვდა
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლა. ნატოს მოკავშირეთა სახმელეთო ძალების სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლა ძანელისთან და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორთან, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელასთან საუბრის თავარი თემა ნატოს-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, შავი ზღვის სტრატეგიულ დიალოგში ჩართულობა და რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო იყო. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით განაგრძობს რეფორმებს თავდაცვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს მესამე სწავლებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები მასპინძლობს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სწავლება ნათლად აჩვენებს საქართველოს საწვრთნელ შესაძლებლობებს, რომელიც უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებისთვის პარტნიორებს მაღალი სტანდარტების, ფართომასშტაბიან და ეფექტიან საწვრთნელ გარემოს სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)