|
2022-03-20 13:07:33, 1162 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძებით დადგინდა, რომ 17 მარტს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნ.ჩ., შპს „დროება მედია ჯგუფის“ ოპერატორი ა.ნ. და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე გ.ც, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, იმყოფებოდნენ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობის გამო, ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა ბარში მყოფმა დ.ვ.-მ, რომელმაც შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით სამივე ჟურნალისტისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, დ.ვ.-მ სამივე ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. დ.ვ.-მ ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო განახორციელა მათი დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ხელი შეუშალა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)