|
2022-03-18 16:02:53, 1041 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. „ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ პროფესიულ საქმინობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. 17 მარტს აბაშიძის ბარში ჟურნალისტი და ოპერატორები რესპონდენტთან ინტერვიუზე იყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ბარის დატოვება მოსთხოვა. ფაქტიდან მალევე ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება. გამოიკითხნენ ჟურნალისტები, დათვალიერდა ადგილი. ჩვენ მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მხილებული მოქალაქე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ჟურნალისტების უფლებებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ საქმეზე შესაძლებელია, რომ დამძიმდეს კვალიფიკაცია“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)