|
2022-03-16 11:08:21, 890 ნახვა
ეკონომიკა
ლევან გამყრელიძე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მომუშავე კომპანიებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და დარგში არსებული ვითარებაზე, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა საქართველოს სართაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია. ლევან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებებზე "საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ", რომლებიც გაფორმებულია 34 პარტნიორ ქვეყანასთან. ასევე აქცენტი გაკეთდა ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია / საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესზე, რომელიც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები 44 წევრ ქვეყანაში. „საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და მასზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გადის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რომლებიც სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორში საქმიანობენ, შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა გაიზარდოს გადაზიდვების კვოტა ქართული კომპანიებისთვის. ჩვენ დარგში მომუშავე კერძო სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე," - განაცხადა ლევან გამყრელიძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განხორციელდა საკადრო რეორგანიზაცია და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაემატა შტატები, გაიმიჯნა ნებართვის მიღებაზე, დამზადებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, განახლდა სამინისტროს ვებგვერდი, ხოლო მომხმარებელთა რიგების შემცირებისა და დროის დაზოგვის მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზის სერვისი. ასევე გაიხსნა ახალი ოფისი თბილისში, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიებით, აგრეთვე იგეგმება ფილიალის დამატება ქუთაისშიც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეფექტურ და საქმიან კომუნიკაციას სააგენტოს ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დარგში მომუშავე კერძო სექტორს შორის. აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სააგენტოს ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მოღვაწე კერძო სექტორს შორის გაგრძელდება. საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე და საქართველოს სართაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია წიფურია.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)