|
2022-03-13 17:08:27, 1092 ნახვა
სამართალი
რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს New York Times-ის ჟურნალისტი ბრენტ რენო
კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს ამერიკის მოქალააქე New York Times-ის ჟურნალისტი ბრენტ რენო. ჟურნალისტის გარდაცვალებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო გამოეხმაურა: „ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ, აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკეზე. დღეს ირპენში დახვრიტეს მსოფლიოში ცნობილი მედიის New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი“, - განაცხადა გერაშჩენკომ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ამერიკელ მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხი მძლავრი და მყისიერი იქნებოდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)