|
2022-03-12 18:18:38, 1567 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 51 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედროებმა, ოჯახის წევრებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. სამხედრო მფრინავი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)