10:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 12:40:44, 1545 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთიდან უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

საქართველოს პრემიერის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

დღეს სამცხე -ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტებიდან აქტიურად გაიგზავნა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს ფინანსური რესურსი.

რეგიონის მასშტაბით, ექვსივე მუნიციპალიტეტში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი წვლილი შეეტანათ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics