16:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 11:45:53, 635 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ” აღმასრულებელ დირექტორ მუჰამედ ალ ტაფს შეხვდა.

უწყების ცნობით,  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის და ღირსეული ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ  გასული წლის ივნისში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 50-მდე დასახელების ქართული პროდუქტი კატარში არსებულ „ლულუს” ქსელის 14 სავაჭრო ობიექტში განთავსდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს lulu international-ის მიერ საქართველოში რეგიონული სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი.

როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა. ყურის ქვეყნებში, კერძოდ კატარის სახელმწიფოში, ბოლო ორი წელია გაზრდილია ინტერესი სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქტის მიმართ. სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას ყურის ქვეყნებში არსებულ სავაჭრო ქსელებში. მისივე თქმით, მისასალმებელია საქართველოდან მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა. აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხებში. 

შეხვედრას, ნინო თანდილაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics