|
2022-03-07 19:03:27, 515 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - NATO-მ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვის სექტორზე, იგი საკმარისად ადრე ან გადამწყვეტად არ მოქმედებდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, რომ NATO-მ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვის სექტორზე და გააუმჯობესოს ალიანსის მუშაობა. მისივე თქმით, „ეჭვგარეშეა“, რომ დასავლეთი უკრაინასთან მიმართებით, საკმარისად ადრე ან გადამწყვეტად არ მოქმედებდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს განუცხადა: „ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთი საკმარისად ადრე ან გადამწყვეტად არ მოქმედებდა. რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეკავების მუქარა საკმარისად სერიოზულად არ მიიღო. რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, არის NATO-ს განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება. ჩვენ ესტონეთში, კიდევ უფრო მეტი ჯარი გავაგზავნეთ, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ბევრია. ჩვენ NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიმართ სერიოზულები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)