03:04 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 14:18:27, 715 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - ნატო არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, ჩვენი გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზე

ნატო არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, რადგან ეს ნაბიჯი ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.

"ცის დახურვა ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს ესვრიან, რაც ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი ხალხი", - თქვა ბერბოკმა.

მისი თქმით, ბლოკი პასუხისმგებელია მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზე. არ დავუშვებთ უკრაინაში პუტინის ომი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს და მესამე მსოფლიო ომად იქცეს, ამიტომ "ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მშვიდად".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ პუტინისთვის არ არსებობდა „წითელი ხაზები“, ამიტომ ნატოს აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერება სჭირდება, რათა შეეძლოს თავისი მოკავშირეების დაცვა. მანვე დასძინა, რომ სანქციები არ იძლევა მყისიერ ეფექტს, რომ ისინი  დიდი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და  განხორციელებიდან მალევე არ უნდა მოიხსნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics