|
2022-03-07 13:19:28, 827 ნახვა
მსოფლიო
დენის შმიგალი - სანამ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ საომარ ეკონომიკაზე გადავდივართ
ფინანსური დახმარებისთვის უკრაინის მთავრობა მოლაპარაკებებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ქვეყანასთან აწარმოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა. „ასობით უცხოური კომპანია ხურავს წარმოებას და კრძალავს მათი საქონლის გაყიდვას აგრესორ ქვეყანაში. სანამ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავიდეთ საომარ ეკონომიკაზე”, - განაცხადა პრემიერმა. შმიგალის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დათანხმდა 639 მილიონი ევროს გადამისამართებას სხვა პროექტებიდან უკრაინის დასახმარებლად და მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო ამისთვის საჭირო დოკუმენტები. შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს საჭიროებების მკაფიო დაგეგმვას, სახელმწიფომ უკვე დაიწყო საწარმოებისთვის შეკვეთების მიცემა კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. „ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის საკვები, მედიკამენტები, საწვავი და ა.შ. ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაწოდოთ ქვეყანას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. მთავრობამ უკვე შემოიღო შეზღუდვები სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლისა და ნედლეულის ექსპორტზე, საიდანაც ისინი იწარმოება. სასურსათო უსაფრთხოებაზე კონტროლი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა შმიგალმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)