03:05 - 29 May, 2026
|
2022-03-07 08:40:26, 644 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო მინისტრი - ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს
ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე. ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს. „ეს ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში... ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“, - თქვა მან. მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ შეხვედრა გამართა 200 ამერიკელ კონგრესმენთან და სთხოვა დაეხმარონ უკრაინის ცაზე „ფრენის აკრძალული ზონის“ შემოღებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)