|
2022-03-06 16:58:07, 740 ნახვა
მსოფლიო
პუტინის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ კიევი წინააღმდეგობას შეწყვეტს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ კიევი შეწყვეტს წინააღმდეგობას და შეასრულებს კრემლის ყველა მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პუტინმა ტელეფონით უთხრა თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს, რომ უკრაინის მომლაპარაკებლებმა უნდა გამოიჩინონ უფრო „კონსტრუქციული“ მიდგომა მოსკოვთან მოლაპარაკებებზე, რათა გაითვალისწინონ ადგილზე არსებული რეალობა. პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი „სპეციალური ოპერაცია“ უკრაინაში გეგმისა და განრიგის მიხედვით მიდიოდა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ "სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს და შეასრულებს რუსეთის ცნობილ მოთხოვნებს“, - აცხადებენ კრემლში. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)