|
2022-03-06 11:33:56, 702 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს რაკეტებით მომბავენ
რუსეთის შეიარაღებული ძალები კერძო სახლებს მომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. "6 მარტის ღამეს მტერმა რაკეტებით რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელა ქალაქ კოროსტენსა და ოვრუჩში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე, დაბომბვის შედეგად დაინგრა რამდენიმე ათეული კერძო სახლი, რამაც დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა: კოროსტენში 10 კერძო სახლი დაინგრა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. სარდაფიდან 5 ბავშვი გამოიყვანეს. ასევე ქალაქ ოვრუჩში სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა 15 კერძო სახლი, აქედან 5 მთლიანად განადგურდა,"- წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)