|
2022-03-05 10:50:05, 596 ნახვა
მსოფლიო
CNN - რუსეთი უკრაინაში 1000-მდე დაქირავებულ ჯარისკაცს განათავსებს
რუსეთი აპირებს, უახლოეს დღეებსა და კვირებში უკრაინაში კიდევ 1 000 დაქირავებული განათავსოს - ინფორმაციას CNN-ი, დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთი ქალაქებს დაბომბავს, რამაც, შესაძლოა, მრავალი მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლოს. დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა უკვე დაინახა "გარკვეული მინიშნებები", რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცები შესაძლოა იყვნენ ჩართული მოსკოვის უკრაინაში შეჭრაში "ზოგიერთ ადგილას", თუმცა უცნობია ზუსტად სად ან რა რაოდენობით.
ამავდროულად, აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები მოელიან რომ რუსეთი, უკრაინის მოსახლეობის ძირითად ცენტრებსა და მათ შორის დედაქალაქ კიევზე, დარტყმებს განახორციელებს. "როგორც ჩანს, რუსეთი მზად არის „დაბომბოს ქალაქები დამორჩილების მიზნით“, თქვა დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინისთვის კიდევ უფრო რთული დღეები იქნება. „მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შემოაქვს უფრო მძიმე შეიარაღება და განაგრძობს თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)