|
2022-03-05 10:18:27, 563 ნახვა
მსოფლიო
სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა - სია
სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა სანქციები, რომლებიც ექსპორტის კონტროლსა და ფინანსურ ზომებსაც მოიცავს. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ დავაწესებთ საექსპორტო კონტროლს იმ ნივთებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას იარაღად უკრაინელებისთვის ზიანის მიყენების მიზნით ან მათ დასამორჩილებლად, ასევე ნივთებზე, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ კიბერ ოპერაციებს“, - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სანქციების მიხედვით: სინგაპური უარს იტყვის რუსეთის ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონლის, ტექნიკის, კომპიუტერების, "ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების" ნივთების მიწოდებას. სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, VTB ბანკთან, VEB.RF-სთან, Promsvyazbank-სა და Bank Russia-სთან. ამასთან, იკრძალება ტრანზაქციები ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, ასევე, მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის. იკრძალება ფინანსური მომსახურების მიწოდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)