|
2022-03-04 22:16:31, 641 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ნუ იქნებით ჩუმად, გარეთ გამოდით, თუ ჩვენ დავეცემით, ევროპაც დაეცემა
„მინდა მოგმართოთ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, თუ უკრაინა ძლიერად არ იდგება, ამას ვერც ევროპა შეძლებს. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თბილისში გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ეს მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. „მინდა მოგმართოთ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინასა და ჩვენს ძალისხმევას, ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა ძლიერად არ იდგება, ამას ვერც ევროპა შეძლებს. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გთხოვთ, ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს გამარჯვება მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის იქნება, ეს თავისუფლების გამარჯვება იქნება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავხდებით ისეთივე აყვავებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას. ვილნიუსი, ფრანკფურტი, თბილისი, ბრატისლავა, პრაღა, პარიზი - თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)