|
2022-03-04 19:48:59, 877 ნახვა
მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს გაიმართოს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, 5 ან 6 მარტს ჩატარდეს. როგორც UNIAN იუწყება, ამის შესახებ პოდოლიაკიმ დღეს, ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების ბელორუსში გამართვის მიზეზია ის, რომ რუსული მხარე სხვა შუამავლ ქვეყნებზე უარს ამბობს. „შესაძლოა, მოგვიანებით იყოს სხვა ქვეყანა... - თურქეთი ან უნგრეთი, ან პოლონეთი, მაგალითად... იმიტომ, რომ ბელორუსი გამოიყენება, როგორც პლაცდარმი ჩვენს ქალაქებზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკიმ. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არ არსებობს მოლაპარაკებების შედეგების საბოლოო დოკუმენტი იმის გამო, რომ რუსეთმა არ შეაფასა უკრაინის პრეზიდენტი და მთლიანად ქვეყანა და გადააჭარბა მოლოდინებს თავის მიმართ. "ჩვენ საერთოდ არ ვენდობით რუსეთის ფედერაციას, ამიტომ გვსურს გვყავდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო შუამავალი. ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და გამოვასწორებთ ნებისმიერ დარღვევას", - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)