02:41 - 29 May, 2026
|
2022-03-04 17:39:53, 635 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - ატომური სადგურის დაბომბვა ნამდვილი ბირთვული ტერორიზმია
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ BBC-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპორიჟჟიას ატომური სადგურის დაბომბვა „ნამდვილი ბირთვული ტერორიზმია“. „მათ პირდაპირ სადგური დაბომბეს - იციან, რაც გააკეთეს“, - აღნიშნა გერმან გალუშჩენკომ. მისი თქმით, თუ ქარხნის ირგვლივ ბრძოლა გაგრძელდება, არის შანსები, რომ ბირთვული საცავიც დაზიანდეს, რაც უკრაინაში და მის გარშემო „წარმოუდგენელ მდგომარეობას“ გამოიწვევს. გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია. მან ასევე, ფრენის აკრძალული ზონის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დააყენა. ეს აღნიშნული რუსული სამხედრო თვითმფრინავების უკრაინის თავზე ფრენის შესაწყვეტადაა შექმნილი. ”ჩვენ უნდა დავხუროთ ცა, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, - დასძინა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)