|
2022-03-04 10:36:34, 497 ნახვა
მსოფლიო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი - თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ
თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, - ამის შესახებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა უკრაინაში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე პუტინის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. Fracnce 24-თან საუბრისას პროკურორმა აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობის სამიზნედ ამოღების გამართლება მ სამხედრო აუცილებლობით ვერ მოხდება. "თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მშვიდობიან მოქალაქეები პირდაპირი სამიზნეები არიან, თუ მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა ამოღებული, ეს დანაშაულია. ამის გამართლება იმის თქმით ვერ მოხდება, რომ სამხედრო აუცილებლობა არსებობდა, მაშინ როცა გამოიყენება ფართო სპექტრის იარაღი, იარაღი, რომელსაც დასახლებულ სამოქალაქო ტერიტორიებზე მოქმედების დიდი რადიუსი აქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ეს არის დანაშაულები, რომელზეც მართლა არანაირ რესურსს არ დავიშურებთ", - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)