|
2022-03-03 20:18:35, 823 ნახვა
მსოფლიო
დავით არხამია - რუსეთთან ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ
„დღეს, ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ“, - ასე მიმართავს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია საქართველოს მოსახლეობას. მან ასევე, საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეს ჩვენი ჯარისკაცები რუსულ არმიას ებრძვიან. არმიას, რომლის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინულ ჯარს, თუმცა რუსები მორალურად მარცხდებიან. 2008 წელს საქართველოშიც მსგავსი ვითარება იყო, სამწუხაროდ, მაშინ საქართველომ რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა. დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. ვიცი, რომ ყველაზე კარგად გესმით, ის, რაც ახლა ხდება“, - ამის შესახებ „მთავარი არხთან“ დავით არახამიამ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)