|
2022-03-03 19:07:31, 731 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება სერგეი ლავროვს - უთხარით თქვენ უფროსს, შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა
„უთხარით თქვენ უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება“, - ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. მისივე განცხადებით, რუსეთის „ბარბაროსული ომის“ ტაქტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვით მანიპულირებაა, ტანჯვით, რომელსაც ისინი მათ თავად აყენებენ. „რუსეთის ბარბაროსული ომის ტაქტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვით მანიპულირებაა, იმ ტანჯვით, რომელსაც ისინი მათ თავად აყენებენ. ახლა, ლავროვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს. უთხარით თქვენ უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)