|
2022-03-03 18:36:46, 865 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ეს დასავლეთი ადგენს ბირთვული ომის გეგმებს და არა რუსეთი
„ბირთვული ომზე დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ და არა რუსები“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ბირთვულ ომზე საუბარი პროვოკაციის ნაწილია. მიუხედავად ამისა, სერგეი ლავროვის განცხადებით, „თუ დასავლეთი რუსეთთან ნამდვილ ომს დაიწყებს, ამაზე [ბირთვულ ომზე] ფიქრი მართლაც მოუწევთ“. „ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი, შეიძლება მხოლოდ ბირთვული იყოს, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის შესახებ დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ და არა რუსები. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ამ პროვოკაციას ზიანის მოყენების უფლებას არ მივცემთ, მაგრამ თუ დაიწყებენ ჩვენ წინააღმდეგ ნამდვილ ომს, მაშინ, ალბათ, ამაზე მართლაც, უნდა იფიქრონ მათ, ვინც ასეთ გეგმებს აყალიბებს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)