02:41 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 15:57:45, 764 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი - მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლზე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ნატო-ც პასუხისმგებელია

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ნატო ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. აღნიშნულის მიზეზად, იგი ნატო-ს მხრიდან „ფრენის აკრძალული ზონის“ გაძლიერებაზე უარის თქმას ასახელებს.

„ფრენის აკრძალული ზონა“ საჰაერო სივრცის ის ნებისმიერი რეგიონია, სადაც ტერიტორიების დაცვის მიზნით, გარკვეულ თვითმფრინავებს ფრენის უფლება არ გააჩნიათ.

 „არაადამიანურია იმის ცოდნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები დაიღუპებიან ამ გადაწყვეტილების არმიღებით. იმ მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი - მათ შორის ორი ბავშვის დედისა და მამის ჩათვლით, რომლებიც გუშინ დაიბადნენ და დღეს უკვე, დაბომბვის შედეგად, მშობლები დაკარგეს - არ არის მხოლოდ რუსეთის ხელზე“, - აღნიშნა ოლჰა სტეფანიშინამ BBC Radio 4-თან საუბრისას.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ზემოთ ნახსენები „არადიპლომატიური“ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა დააყოლა, რომ აღნიშნული ინტერვიუ „ბომბის თავშესაფარში“ ჩაწერა.

ცნობისთვის, ნატო-ს წევრებმა ფრენის აკრძალული ზონის შექმნაზე უარი თქვეს, რადგან ისინი შიშობენ, რომ იგი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს -  დასავლეთის საჰაერო ძალებს რუსეთის საჰაერო ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში ჩაითრევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics