02:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 08:41:31, 721 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა წარადგინა კანონპროექტი რუსეთის ყველა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ

რესპუბლიკელმა სენატორებმა მარკო რუბიომ და ჩას გრასლიმ წარადგინეს კანონპროექტი "გმირებს დიდება" GLORY TO THE HEROES, რომელიც ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებას ყველა რუსული სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ.

ამის შესახებ ნათქვამია სენატორი რუბიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კერძოდ, კანონპროექტს აქვს სრული სახელწოდება "რუსი ოლიგარქების და მოსკოვის მაქინაციების ინდუსტრიული მოკავშირეების გამდიდრების შეჩერება მისი საზიზღარი ბოროტმოქმედების საზღვარგარეთ გამოსაყენებლად", ან ამ სახელწოდების შემოკლებული ინგლისური აბრევიატურაა "დიდება გმირებს".

ამრიგად, სანქციები ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის ომების დასაფინანსებლად მოსკოვის მფლობელობაში მყოფი ან კონტროლირებადი კომპანიების ამერიკული კაპიტალის ბაზარზე შესვლის აკრძალვას. საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Rosneft, Gazprom, Rosatom, Aeroflot და RT.
"პუტინი აქტიურად ამარაგებს რუსეთის საომარ მანქანას მოსკოვის კონტროლირებადი სახელმწიფო კორპორაციების მიერ მიღებული სახსრებით. არცერთ რუსულ სახელმწიფო საწარმოს არ უნდა ჰქონდეს წვდომა ამერიკულ კაპიტალზე, როდესაც სისხლისმსმელი დიქტატორი შემოიჭრება უკრაინაში", - თქვა რუბიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics