|
2022-03-02 19:49:01, 926 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი - ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გავგზავნით, მაგრამ მზად ვართ, NATO-ში ჩვენი ალიანსი და მოკავშირეები დავიცვათ
„ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას რუსეთთან საბრძოლველად არ ვაპირებთ - არც ხმელეთზე და არც ჰაერში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ნატო-ში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები დავიცვათ“, - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკა ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს და ის, რაც უკრაინაში ხდება, არის პრობლემა, რომელსაც „ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ეს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს“. „ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას რუსეთთან საბრძოლველად არ ვაპირებთ - არც ხმელეთზე და არც ჰაერში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ნატო-ში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები დავიცვათ. შეწუხებულები ვართ და თვალს ვადევნებთ. სრულად ვაცნობიერებთ, რომ თუ არის წინასწარგანზრახული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, მაშინ ეს სრულიადაც შესაძლებელია, იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა. შესაბამისად, ეს პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს საშინელებაა და წარმოადგენს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას. ამიტომ, ჩვენ, განსაკუთრებით ნატო-ს წევრი ქვეყნები, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას სერიოზულად ვუდგებით“, - ამის შესახებ კამალა ჰარისმა NBC-ის ეთერში განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)