|
2022-03-02 18:11:04, 1022 ნახვა
მსოფლიო
არასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა დაუყოვნებლივ დაიწყოს
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტს მიმართავს. „მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე თქმით, საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის კი, სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს. „უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. „მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში. გთხოვთ, ხელი მოვაწეროთ განცხადების ტექსტს - https://cutt.ly/uAo2yEP, რომ სწრაფად შევძლოთ საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება,“ - ასეთია ორგანიზაციების „სამოქალქო იდეა“ (Civic IDEA) , DRI-სა და „ღია საზოგადოების საქართველოს ფონდის“ მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებისადმი, რომელთა თანამონაწილეობითაც მომზადდა განცხადების ტექსტი. „დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენოთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)