|
2015-02-04 12:28:02, 811 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და უფლებადამცველებმა აქცია გამართეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა, ასევე უფლებადამცველებმა სოსო რობაქიძემ, ირაკლი კაკაბაძემ და მელორ ვაჩნაძემ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან პრეტენზიები ჰქონდათ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დღეს დილით, საქალაქო სასამართლოში „ზონდერები“ შეუშვეს, რათა შემდეგ დაზარალებული მხარის წარმომადგენლები ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესს ვერ დასწრებოდნენ. აქციას, ასევე, იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილიც შეუერთდა, რომელმაც სასამართლო პროცესზე არ შეშვება გააპროტესტა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები გადაცემა „არჩევანში“ მიწვეული სტუმრის განცხადებების გაშვებას აპროტესტებდნენ. როგოც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კოტე ინაშვილმა განაცხადა, არავის აქვს უფლება გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილს რაიმე დააბრალოს, მითუმეტეს, ნარკოტიკების გაყიდვა. „ჩვენ ვაპროტესტებთ გადაცემა „არჩევნას“, სადაც მიწვეული იყო ვინმე გაბუნია, რომელმაც საზიზღრობები ისაუბრა გარდაცვლილ ადამიანზე, კერძოდ იური ვაზაგაშვილზე. ზოგადად ნათქვამია, რომ გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს და იმ განცხადებებით, რაც მოქალაქე ლევან გაბუნიამ გააკეთა, შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილს და მის ოჯახს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საერთოდ აიკრაძლოს „რუსთავი 2“, - განაცხადა კოტე ინაშვილმა.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)