|
2022-03-01 14:03:32, 682 ნახვა
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო - კიევს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება
ჩვენ გადავჭერით სამხედროების უზრუნველყოფის საკითხი, ახლა უნდა ვუზრუნველვყოთ დედაქალაქის მცხოვრებლებზე, რომლებიც სახლში დარჩნენ ან თავშესაფრებში არიან. - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო წერს და ამბობს, რომ ახლა კიევს დახმარება სჭირდება. "მედიკამენტები და სააფთიაქო საშუალებები, საჭმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, ადამიანური რესურსები (მოხალისეები) მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს და შეუძლია დაეხმაროს, გამოგვეხმაუროს. ჩვენ უნდა დავიცვათ კიეველები და გავითვალისწინოთ ამ ქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებს." - აცხადებს კიევის მერი. მერის თქმით, პირველ რიგში მარტოხელა მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ეხმარებიან და მათ დასახმარებლად სპეციალური პლატფორმაც შეიქმნა. "სახსრების მოსაზიდად და ფონდის შესავსებად მივმართე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კიევისა და უკრაინის უცხოელ პარტნიორებს. ბიზნესმა უკვე დაიწყო დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება კი ევროპისა და უკრაინის ზოგიერთ ქალაქებში იგზავნება." - წერს კლიჩკო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)