|
2022-02-28 17:13:49, 368 ნახვა
მსოფლიო
აშშ რუსეთის ცენტრალურ ბანკს სანქციებს უფართოებს
შეერთებული შტატები რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციებს აფართოებს, რითიც ყველა აქტივი, რომელსაც აშშ-ში ფლობს ბანკს ეყინება. ამასთანავე, ამერიკელებს რუსეთთან რაიმე სახის ტრანზაქციებში ჩართვის უფლება ებლოკებათ. დღევანდელ განცხადებაში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს, რუსეთის ნაციონალურ სიმდიდრის ფონდს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian იუწყება. „უპრეცედენტო ქმედება, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის უნარს გამოიყენოს აქტივები მისი დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად და მიზანში იღებს იმ სახსრებს, რომლებზედაც პუტინი და მისი ახლო წრეა დამოკიდებული უკრაინაში მისი შეჭრის გასააქტიურებლად. დღეს, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, ჩვენ ვასრულებთ ძირითად ვალდებულებებს, რომ შევზღუდოთ რუსეთის წვდომა ამ ღირებულ რესურსებზე“, - განაცხადა აშშ-ს ხაზინის მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)