|
2022-02-27 20:58:49, 934 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს
ევროკავშირი რუსეთისთვის, ქვეყანაში რეგისტრირებული და მათ მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ამას გარდა, მისი თქმით, ევროკავშირი დააფინანსებს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვასა და მიწოდებას. „პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი ჩვენთვის. ჩვენ გაშლილი ხელებით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში“, წერს ფონ დერ ლაიენი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)