|
2022-02-27 14:22:14, 756 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - ეს ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ სამ დღეში ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება
კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა, - ასე ეხმიანება ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არ ესმის, რა ხდება, რადგან "არაადეკვატურ მდგომარეობაშია". "ორი დღის წინ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ მინსკში ჩამოსასვლელად და მოსალაპარაკებლად მზად იყო. გამიხარდა. მოგვიანებით, ისევ დამირეკა და მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მთხოვა. რუსეთი ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს დათანხმდა. საღამოს გავიგეთ, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა. რას ვიზამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ზელენსკის არ ესმის, რა ხდება. არაადეკვატურ მდგომარეობაშია. რუსული მხარე გომელში ელოდება. თუ უკრაინელები ჩამოვლენ, დიალოგი შედგება. თუ არა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ. კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერცერთ თავშესაფარში, ვერც ამერიკულში ვერ დაიმალება. ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ, სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)