|
2022-02-27 10:30:22, 882 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - მომავალ კვირას ავამუშავებთ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა გავყინოთ რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივები
ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა გამოავლინოს, მოძებნოს და გაყინოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი "ტვიტერის"'გვერდზე ავრცელებს. როგორც მათ განხადებაში ვკითხულობთ, ასევე იგეგმება ე.წ. ოქროს პასპორტების შეზღუდვა მთავრობასთან დაკავშირებულ რუსეთის მდიდარი მოქალაქეებისთვის. "მომავალ კვირას ჩვენ ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა გამოავლინოს, მოძებნოს და გაყინოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, მათი სასახლეები და ნებისმიერი სხვა უკანონოდ მოპოვებული მოგება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ. ჩვენ ასევე ვაცხადებთ ვალდებულებას მივიღოთ ზომები ამერიკული მოქალაქეობის გაყიდვის შეზღუდვის მიზნით - ე.წ. ოქროს პასპორტები - რაც საშუალებას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს გახდნენ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები, მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე. ეს უპრეცედენტო ქმედებები ეფუძნება სწრაფ და მკაცრ ქმედებებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ამ კვირაში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,"- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)