|
2022-02-27 10:15:37, 580 ნახვა
მსოფლიო
რუსმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ უკრაინის არმიას 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა
რუსმა მსახიობმა ლია ახედჟაკოვამ უკრაინის არმიას 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ მახიობი თავად იუწყება. „უკრაინის არმიას მხარს ვუჭერ 10000$–ით და თქვენც მოგიწოდებთ იგივესკენ! კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. გული მიდუღს, ვაცნობიერებ რა, რომ თქვენს ქვეყანაში ახლა როგორც თქვენი, ისე ჩვენი ბიჭები იღუპებიან. გულწრფელად მსურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს", - წერს მსახიობი და დასძენს, რომ არ სურს, უკრაინის ქალაქები დანგრეული, ხოლო ხალხი განადგურებული ნახოს. ცნობისთვის, ლია ახედჟაკოვა თეატრისა და კინოს საბჭოთა რუსი მსახიობი. რსფსრ-ს დამსახურებული მსახიობი (1970). რუსეთის ეროვნული მსახიობი (1994). ეროვნული პრემია „ნიკას“ ორგზის მფლობელი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმებში „სამოთხე და შეწირულნი“ და „მსხვერპლის განსახიერებისას“ , 2015 წელს გადაეცა პრემია „ნიკას“ საპატიო პრიზი ნომინაციაში „პატივი და დამსახურება“ .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)